საგანმანათლებლო კურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს აერთიანებს შემდეგი საკითხების შესწავლას:
- რატომ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
- შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციები და მათი ევოლუცია პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე.
- შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ძირითადი მიზეზები და ის მეთოდები რომლითაც არის შესაძლებელი აღნიშნულის პრევენცია შეიარაღებული კონფლიქტამდე და მისი მიმდინარეობისას.
- თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.
- მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და ამ გამოცდილების საფუძველზე შექმილი მიდგომები რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები.