ისტორიული ძეგლების მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა 2021 წლის 21 მარტს, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ბუჩქებისგან და სხვა მცენარეებისგან გაწმინდეს თეთრიწყაროს სოფელ სამღერეთში საბეროს მთავარ ეკლესიასთან, სატრაპეზოსთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია. აქამდე სოფელ სამღერეთიდან კომპლექსამდე მისასვლელი გზა ფაქტიურად მიუვალი იყო, სამომავლოდ აღნიშნული ძეგლის მონახულების მსურველებს მაღალი გამავლობის ავტომანქანით შეეძლებათ მისვლა. აგრეთვე მაყვლის ბუჩქნარის გამო უნიკალურ სატრაპეზოსთან ახლოს მისვლაც კი შეუძლებელი იყო, ჩატარებული სამუშაოების შედეგად უკვე სატრაპეზოშიც შესაძლებელია თავისუფლად შესვლა.