სენტის ტაძარზე არაერთი წარწერაა შესრულებული, მათგან შეიძლება გამოიყოს ერთი წარწერა, რომელიც ტაძრის განახლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. წარწერა პირველად აღმოაჩინა რუსმა მეცნიერმა ი. ვლადიმიროვმა ტაძრის შესწავლის დროს. თუმცა წარწერის ანალიზი შემოგვთავაზა ვინოგრადოვმა, სადაც ის თავის სტატიაში სენტის ფრესკებს განიხილავს
ღვთისმშობლის ტაძარი განაახლეს ნიკიფორეს იმპერატორობის დროს, ალანიის მფლობელების
დავითისა და მარიამის დროს,
2 აპრილს წმინდა ანტიპასხის ხსენების დღეს
თეოდორე ალანიის მიტროპოლიტის ხელით
დასაბამითგან 6473 წელს.
ტექსტის მიხედვით ჩანს, რომ მოხდა ტაძრის განახლება და დასახელებულია იმდროინდელი საერო და სასულიერო მოღვაწეები. წარწერის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ როდის მოხდა ტაძრის განახლება, თუ გადავიყვანთ თარიღს ბიზანტიური მოქცევის მიხედვით მივიღებთ 965 წელს. ამ პერიოდში მოღვაწეობდა სწორედ ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე II ფოკა (962-969).
რაც შეეხება დავითისა და მარიამის მოხსენიებას, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ვერ ხერხდება მათი გაიგივება რომელიმე მთავართან და მის მეუღლესთან. თუმცა წარწერის მიხედვით აშკარაა, რომ დავითი და მარიამი იმ დროისთვის ალანეთის მმართველები არიან და დაკავებული იყვნენ ტაძრების განახლებითა და მშენებლობებით.
საინტერესოა ასევე ნახსნები ალანიის მიტროპოლიტი თეოდორე, ისევე როგორც დავითისა და მარიამის შემთხვევაში ვერც თეოდორეს დაკავშირება ხერხდება რომელიმე იმ დროისთვის მოღვაწე სასულიერი პირთან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალანიის მიტროპოლიტად პირველად იხსენიება ნიკოლოზი 997-998 წლებში, შესაბამისად თუ თეოდორე, როგორც წარწერიდან ჩანს ალანეთის მიტროპოლიტია, ამ წარწერით ეს სამიტროპოლიტო კიდევ უფრო ძველდება დაახლოებით 32 წლით.
დღეს ჩვენს ხელთ არსებული იმფორმაცია არ გვაძლევს საშუალებას ბოლომდე მოვახდინოთ წარწერის წაკითხვა და გაანალიძება, თუნდაც იმითომ რომ ჩვენ ხელთ არ გვავქს ტაძრის წარწერის ორიგინალი და მასზე საუბარი გვიხდება სხვადასხვა ავტორების მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ შევძლებთ მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას და მას გავაცნობთ მკითხველს.