ამოკაწრული წარწერა სოფელ შიხილოს სამხრეთით (ხრამის ხეობაში) მდებარე ნამონასტრალში

სოფელ შიხილოს სამხრეთით, ხრამის  ხეობაში მდებარე ტაძრის ძირითადი სივრციდან მინაშენში გასასვლელი კარის ჭრილის მარჯვენა კედელზე არის ამოკაწრული რამოდენიმე სიტყვისაგან შედგენილი ტექსტი. აღნიშნული წარწერა ჩვენი ინფორმაციით არცერთი მეცნიერის მიერ არ არის შესწავლილი. იგი ჩვენი სამეცნიერო კვლევების ჯგუფის წევრების მოსაზრებით მე-10  საუკუნით თარიღდება და მასში მინიმუმ ერთი ისტორიული პირის სახელი იკითხება.