შავი არქეოლოგიის პრევენციის პროგრამა.
ჩვენი ორგანიზაციის მიერ მთელი საქართველოს მაშტაბით განხორციელებული კვლევითი აქტივობების შედეგად გამოვლინდა ე.წ შავი არქეოლოგიის შემთხვევების ზრდის ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში. საფლავებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ძარცვის შემთხვევების ზრდამ განაპირობა საქართველოს კულტურული მემკვიდობის ცენტრის მიერ სპეციალური კვლევითი პროგრამის შექმნა რომელსაც ეწოდა „შავი არქეოლოგიის პრევენციის პროგრამა“.
საქართველოში შავი არქეოლოგიის შემთხვევების ზრდას სამი ძირითადი მიზეზი აქვს.
ესენია: პირველი მოსახლეობის რთული ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე ამ სფეროში რეგულაციების სიმცირე და არსებული რეგულაციების ბუნდოვანება. მესამე იმ ტექნოლოგიური შესაძლებლობებთან მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა, რომელთა მეშვეობითაც შესაძელბელია ძვირფასი მეტალების ძებნის პროცესის გამარტივება.
პროექტი მიზნად ისახავს შეისწავლოს მსოფლიოში „შავ არქეოლოგიასთან“ ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება. შექმნას მონაცემთა ბაზა სადაც წარმოდგენილი იქნება ის სპეციფიკა რაც ახასიათებს საქართველოს ამ თვალსაზრისით და შეიმუშაოს „შავი არქეოლოგიის“, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და საფლავების ძარცვის პრევენციის მეთოდები შემდგომში მათი დანერგვის მიზნით.