პროგრამის აღწერა

ხრამის ხეობის, განადგურების საფრთხეში მყოფი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის კვლევის პროგრამა. 

ხრამის ხეობა თავისი ისტორიით, ლანშაფტით, ეთნოგრაფიითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით ერთ-ერთ უნიკალური სივრცეა მთელი საქართველოს მაშტაბით.

ეს ხეობა აერთიანებს ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს. უამრავი ისტორიული კატაკლიზმის გამო ამ ძეგლების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს დაუყონებლივ ყურადღებას, როგორც რესტავრაციის თვალსაზრისით, ასევე კვლევის კუთხითაც.

განსაკუთრებულ გამოწვევას ამ ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის წარმოადგანს მოსახლეობის მიგრაცია. აქ შეგვიძლია ვნახოთ სოფლები რომლებშიც მოსახლეობა სამჯერ ან მეტჯერაც კი შეიცვალა უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში. ეს გარემოება სერიოზულ პრობლემას  წარმოადგენს ამ სოფლებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის. ხშირ შემთხვევაში სოფლის ახალი მოსახლეობა არ გრძნობდა რელიგიურ ან კულტურულ კავშირს ახალ სამოსახლო ადგილზე დახვედრილ ძეგლთან. რის გამოც ხშირი იყო და არის ძეგლების დაზიანება სამშენებლო მასალის მოპოვების ან სხვა მიზნებით.

ასევე მდინარე ხრამის კალაპოტში უამრავი სოფელი და მონასტერია, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მიტოვებულია და მათ ტერიტორიაზე არსებული ძეგლები უმეტეს შემთხვევაში ძლიერ დაზიანებულია.

ხრამის ხეობის, განადგურების საფრთხეში მყოფი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის კვლევის პროგრამა ითვალისწინებს ამ ხეობაში განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების და საფრთხეების შესწავლას. ასევე ახალი, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ძეგლების ლოკალიზებას და მათ  შესახებ მონაცემების მოკვლევას შემდგომი პოპულარიზაციის და დაცვის მიზნით.

ამ პროექტისათვსი ძეგლების შერჩევა მოხდა მათი დასახლებული პუნქტებისგან დაშორების, არქიტექტურული მდგომარეობის და მათთნ დაკავშირებული საფრთხეების შეფასების საფუძველზე.

ძეგლების სია რომლიბიც ერთიანდებიან ამ პროგამაში:

  1. პირღებული
  2. ლამაზსაყდრი;
  3. სამღერეთი;
  4. შოშილეთი;
  5. ახალშენი;
  6. ფიტარეთი;?
  7. რევაზაშენი;?
  8. მუგუთის ქვაბები;
  9. ციხნარის ეკლესია (წყნარი აბანო).
  10. ტაძარი სამღერეთის ქვემთ აზერების სოფელთან
  11. მუგუთის ქვაბების მახლობლად არსებული ნასოფლარი ტაძრებით.
  12. მე 5 საუკუნის გამოქვაბული ეკლესია მუგუთის ქვაბებთან.