პროგრამის აღწერა

განადგურების საფრთხეში მყოფი 100 ძეგლის მონიტორინგის პროგამა. 

პროგრამა გულისხმობს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარების შედეგად შერჩეული ასი ძეგლის მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგს, მიღებული მონაცემების დამუშავებას და არსებულ გამოწვევებზე, ადეკვატური და დროული, რეაგირების მექანიზმის შექმნას.

2015 წლიდან, პროგრამა „ნოვატორსის“ განხორციელებისას ჩვენი ჯგუფის წევრების მიერ აღინიშნა, რომ ვლინდება გარკვეული რაოდენობის ძეგლები, რომლებიც საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობის და მათ გარშემო არსებული ისტორიული რეალიების გამო, აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობაში და არის ფაქტიურად განადგურების პირას. სამწუხაროდ ამგვარ ძეგლებზე, წარსულში მომხდარ დაზიანებებთან ერთად ხშირად ჩანს თანამედროვე ნეგატიური ზეგავლენის კვალიც.

ჩვენი ორგანიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოთხსენებულ სავალალო მდგეომარეობაში მყოფი ძაგლებიდან შეერჩია რაღაც რაოდენობის ძეგლები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზაცია გარკვეული თვალსაზრისით პატრონაჟს გაუწევდა. რაშიც იგულისხმება ძეგლის ირგვლივ არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, გარკვეული ინტენსიობით, ამ ძეგლების მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება.

ჩვენი ორგანიზაციის მწირი რესურსების და ძეგლების ლოკაციების გათვალისწინებით ამ პროგამის განხორციელება ხდება 100 ძეგლზე. თითოეულ ძეგლზე ვიზიტისას ხდება სპეციალური ანკეტის შევსება, ძეგლის მდგომარეობის ამსახველი ფოტოფიქსაცია და ასევე ხორციელდება ადგილობივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ძეგლთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად.

ამ პროექტისათვის ძეგლების შერჩევა მოხდა მათი დასახლებული პუნქტებისგან დაშორების, არქიტექტურული მდგომარეობის და მათთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების საფუძველზე.

ძეგლების სია რომლებიც ერთიანდებიან ამ პროგამაში:

  1. ვერეს ღვთისმშობელი.
  2. საორბისი.
  3. წითელწყარო.
  4. ზენუბნის კომპლექსი
  5. მზეწვერი
  6. კლიკის ჯვრის ეკლესია
  7. ქვითკირისწყაროს წმ. გიორგის ეკლესია და კოშკი
  8. ხვითის, ნასოფლარ ბენისის, ეკლესია
  9. ჭანდრების მწვანე საყდარი
  10. ალვანის ცხრაკარა
  11. ახშნის გორიჯვრის ეკლესია
  12. გუმბათოვანი ეკლესია (ახმეტა).
  13. ზემო ხოდაშენის დედათა მონასტერი
  14. კონდამიანის ეკლესია
  15. კუნტუსის ეკლესია
  16. მუხროვნის ქვაბები
  17. ინწობას ნათლისმცემლის კომპლექსი
  18. ზენუბნის სამების კომპლექსი
  19. კვირიკეს მონასტერი (დუშეთის, ანანურთან);
  20. იხინჭას მარიამწმინდა
  21. ჟალეთის ბაზილიკა
  22. მამადაანები;
  23. აგურის საყდარი (საგურამოსთან);
  24. ბზიანა
  25. ბაიების კომპლექსი
  26. აგარის მონასტერი (ახალციხის).
  27. ბერისაყდრები (ბორჯომის).
  28. კვირიკეწმინდა, კვირიკეთი (ბორჯომის).
  29. ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია
  30. ნეძვი
  31. ბნელეთი
  32. ეკლესია "საწყალი" (სოფ. კოშკები)
  33. კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია
  34. მწვანე საყდარი
  35. ორსაყდარი
  36. ტყუპის ეკლესია
  37. გოსტიბეს სამების ეკლესია
  38. გოსტიბეს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია
  39. თავკავთის კომპლექსი
  40. იკვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
  41. ბერდიკის ციხე
  42. ბუჩუკუნის ციხე
  43. დემირსუს ეკლესია (ინჯაოღლი)
  44. მუშევანი
  45. სათხე
  46. კუხის ეკლესია
  47. ორმაშენის ეკლესია
  48. რევაზაშენის ღვთისმშობლის ეკლესია
  49. საკირეს წითელი ეკლესია
  50. სიხუაანთ საყდარი
  51. აძიკვი (გოხნარი)
  52. ახალსოფლის პეტრე-პავლეს ეკლესია
  53. გოხნარის ლოდოვანი
  54. დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია
  55. ჯვარას (ყოფ. დუმანისის) მთავარანგელოზის ეკლესია
  56. ჰუჯაბი
  57. თეჯისის წმ. კონსტანტინეს სახელობის ეკლესია
  58. კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია
  59. ლოქჯანდარი.