კურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს

საგანმანათლებლო კურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს აერთიანებს შემდეგი საკითხების შესწავლას:

  1. რატომ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
  2. შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციები და მათი  ევოლუცია პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე.
  3. შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ძირითადი მიზეზები და ის მეთოდები რომლითაც არის შესაძლებელი აღნიშნულის პრევენცია შეიარაღებული კონფლიქტამდე და მისი მიმდინარეობისას.
  4. თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.
  5. მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და ამ გამოცდილების საფუძველზე შექმილი მიდგომები რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები.